ჩვენს შესახებ

ბესთ უესთერნ ქუთაისი

ქუთაისი საქართველოს ერთერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია, თავისი დიდებული ისტორიით, დასამახსოვრებელი არქიტექტურითა და კოლორიტული სულით

თანამედროვე ქუთაისი ახდენს ერთგვარ სინთეზს არ ივიწყებს რა საკუთარ წარსულს, ისტორიასა და მომავალს. 

ბესთ უესთერნ ქუთაისი საუკეთესო მაგალითია სასტუმროსი, რომელიც    აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით, თუმცა უხვადაა გაჯერებული ადგილობრივი კულტურული ფენომენით

სასტუმრო სულ რამდენიმე ნაბიჯითაა დაშორებული ცნობილ თეთრ ხიდთან, რომლის მეშვეობითაც თქვენს თვალწინ გაიშლება ქალაქის ისტორიული ცენტრი, ასევე შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი ძეგლები, ისეთები როგორიცაა ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი.

ბესთ უესთერნ ქუთაისი  სტუმრებს თავაზობს საერთაშორისო დონის მომსახურებას, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას. თანამედროვე ინტერიერისა და პრემიუმ კლასის 45 მყუდრო ოთახი თავს სრულყოფილ კომფორტში გაგრძნობინებთ, ხოლო ადგილობრივი კულინარიული შედევრები დაუვიწყარ გასტრონომიულ შეგრძნებებს დაგიტოვებთ. თქვენ მოგემსახურებათ ორი რესტორანი და კოკტეილ ბარი. სპეციალური შეხვედრებისთვის კი, სასტუმროს აქვს ფართო ბრეიქოუთ ტერიტორიები, რომელთაც 100 დელეგატზე მეტის მასპინძლობა შეუძლია

ბესთ უესთერნ ქუთაისი იდეალური ადგილია როგორც დასასვენებლად, ასევე საქმიანი შეხვედრების გასამართად და სრულფასოვნად აკმაყოფილებს ყველა იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც მაღალი დონისა და თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმროს უნდა გააჩნდეს. გვეწვიეთ და დატკბით კულინარიული დღესასწაულით, ჩვენი პერსონალის საუცხოო მომსახურებითდა ქალაქ ქუთაისის შესანიშანავი ხედებით

ბესთ უესთერნ ქუთაისიქუთაისის თანამედროვე ღიმილი