სერვისები

შეხვედრების ოთახები

ბესთ უესთერნ ქუთაისის შეხვედრების ოთახები იდეალური ადგილია ბიზნეს შეხვედრებისთვისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის. ოთახების იდეალური დაგეგმარება ყველა ტიპის შეხვედრებს ერგება. აქ სიმყუდროვე და მაქსიმალური კომფორტი დაგხვდებათ. სასტუმრო აღჭურვილია სამი სხვადასხვა სახის უმაღლესი კლასის შეხვედრების ოთახით, რომლებიც აღჭურვილია ყველა საწირო ინვენტარით. ჩვენი პროფესიონალური გუნდი კი, სიამოვნებით დაგეხმარებათ როგორც ბიზნეს შეხვედრების, ასევე კორპორატიული სადილებისა თუ დღესასწაულების მოწყობაში. არქიტექტურული და შესაბამისი ინტერიერის დაგეგმარების მეშვეობით სამივე ოთახის გაერთიანებაა შესაძლებელი, შედეგად ვიღებთ იდეალურ გარემოს, სხვადასხვა სახის ღონისძიების გასამართად - იქნება ეს წვეულება, კინოჩვენება, კორპორატიული შეხვედრა თუ მრავალი სხვა. მათი გაერთიანების შემთხვევაში სამივე დარბაზს 110 ადამიანის მიღება შეუძლია. ოთახების გაერთიანებისა თუ შესაბამისად გადატიხვრის წყალობით კი ჩვენ მას თქვენს სასურველ ღონიძიებას მოვარგებთ. ბესთ უესთერნ ქუთაისის შეხვედრების ოთახებში ყველა პირობაა შექმნილი თქვენი დროის ეფექტურად გამოყენებისა და გადანაწილებისთვის. ბესთ უესთერნ ქუთაისი - ქუთაისის თანამედროვე ღიმილი.

ლობი ლაუნჯი

Lobby Lounge - ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც ჩვენი სასტუმროს გაცნობას იწყებთ - სასტუმროს მიმღები განყოფილების მიმდებარე, კომფორტული მოსასვენებელი გარემო, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრის ადგილი ან თუნდაც მცირე ხნით განტვირთვისთვის იდეალური სივრცე, მანამ სანამ თქვენს ოთახში მოეწყობით. შექმნილი ატმოსფერო საშუალებას მოგცემთ თავი კომფორტულად იგრძნოთ, დაისვენოთ და გონებაში დღის დაგეგმვას შეუდგეთ, იქნება ეს მეგობრებთან შეხვედრა თუ სრული დღის Best Western Kutaisi-ის თანამედროვედ აღჭურვილ ოთახში გატარება.

Best Western Rewards

ჩვენს სასტუმროში დახარჯული თანხებით თქვენ აგროვებთ ქულებს, რომელიც შემდეგ საჩუქრების სახით გიბრუნდებათ. ბესთ უესთერნ ქუთაისის მეშვეობით თქვენ მიიღებთ საჩუქრად ავტომობილით მომსახურებას, დამატებით დღეებს სასტუმროში, სხვადასხვა საჩუქრებს პარტნიორი კომპანიებისგან. ეს მცირედი ნაწილია იმ განსაკუთრებული შემოთავაზებებიდან, რომელსაც მიიღებთ ჩვენთან გატარებული დღეებისა და დაგროვილი ქოლების სანაცვლოდ. რაც უფრო მეტ დროს ატარებთ სასტუმროში, მით მეტ შემოთავაზებას იღებთ ბესთ უესთერნ ქუთაისისგან.

შინაური ცხოველები

ბესთ უესთერნ ქუთაისი მოგებრულადაა განწყობილი შინაური ცხოველების მიმართ. ჩვენთან დაშვებულია 4 კილოგრამამდე შინაური ცხოველები. გაითვალისწინეთ რომ აუცილებელია მათი სპეციალურ კონტეინერებში მოთავსება.

ოთახების სერვისი

დატკბით ბესთ უესთერნ ქუთაისის კომფორტული ოთახებითა და აივნიდან გადაშლილი საუკეთესო და მრავალფეროვანი ხედებით, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი საკვები და სასმელი Room Service-ის მენიუდან. სასტუმროს პერსონალი მათ უმოკლეს ვადაში, საკუთარ ოთახში მოგართმევთ. ბესთ უესთერნ ქუთაისში Room Service მოქმედებს 11:00 საათიდან 23:00 საათამდე.

პარკირება

ბესთ უესთერნ ქუთაისის პარკინგი 8 მანქანაზეა გათვლილი. ეს უკანასკნელი კი განლაგებულია თქვენთვის კომფორტულ და მოსახერხებელ არეალში, სასტუმროს შენობის მოპირდაპირე მხარეს.

ტურ პაკეტები

საქართველო მდიდარია ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული რეგიონებით, საინტერესო და უძველესი ისტორიული ნაგებობებით, მრავალფეროვანი კლიმატით ფლორა-ფაუნითა და ინდივიდუალური, ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელი, უნიკალური კულინარიით. ის ტურისტების საოცნება ქვეყანაა, ვინაიდან ასე პატარა ტერიტორიაზე ამდენი განსხვავებული სანახაობის შემოთავაზება ცოტა ქვეყანას თუ შეუძლია. შესაბამისად ბესთ უესთერნ ქუთაისი საკუთარ სტუმრებს სხვადასხვა ტურისტულ პაკეტებს სთავაზობს. ტურები მოიცავს, როგორც ქალაქ ქუთაისს, ასევე იმერეთის მთელ რეგიონს. სურვილის შემთხვევაში კი, სპეციალურად ჩვენი სტუმრებისთვის, ტურების დაგეგმვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც არის შესაძლებელი. ტურისტებს აუცილებლად ვურჩევთ მოინახულონ ქუთაისში არსებული, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი უნიკალური ძეგლები, ისეთები როგორიცაა ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტერო კომპლექსი. აგრეთვე ვაძლევთ რეკომენდაციას არ გამორჩეთ ოკაცესა ჩანჩქერი და მარტვილის კანიონები, სამეგრელოს მთავრების სასახლე, საზაფხულო რეზიდენცია და ღვინის მარანი. მოინახულეთ კლდეში ნაგები უნიკალური ქალაქი ვარძია და ბათუმის მდიდარი ბოტანიკური ბაღი, რაჭის მთები და სხვა მრავალი დაცული ტერიტორია რომელიც მდიდარია ფლორითა და ფაუნით სწორედ იმერეთის რეგიონი დაქუთაისი, მისი მდებარეობიდან გამომდინარე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას თქვენი მოგზაურობა მართლაც დაუვიწყარი და მრავალფეროვანი გახადოთ და შემდეგში კი ღიმილითა და სითბოთი გაიხსენოთ თითოეული დღე.

ტრანსფერები

ბესთ უესთერნ ქუთაისის ტრანსფერები მომხმარებლების მოთხოვნის მიხედვით რეგულირდება. არსებობს ტრანსფერის არაოფიციალური სტანდარტი (ტარიფი) - კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტი - ბესთ უესთერნ ქუთაისი 25 ლარი, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - ბესთ უესთერნ ქუთაისი 200 ლარი. თუმცა ფასები შესაძლოა შეცვლილი იყოს მომხმარებლის ან სასტუმროსთან ინდივუდუალური მოლაპარაკების შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებულ და უსაფრთხო მგზავრობას.

ბიზნეს ცენტრი

ბესთ უესთერნ ქუთაისის ბიზნეს ცენტრი იდეალურად მოწყობილი გარემოა მათთვის ვისაც საქმიანი მიმოწერისა და სხვა საოფისე აქტივობის აუცილებლობა აქვს. თქვენ შეგიძიათ მშვიდად განახორციელოთ დაგეგმილი ბიზნეს ოპერაციები. დოკუმენტების დაბეჭდვა და სხვა საოფისე სერვისები სასტუმროს სტუმრებისთვის აბსოლუტურად უფასო და შეუზღუდავია.

დალაგების სერვისი

ბესთ უესთერნ ქუთაისის ყოველდღიური დასუფთავების სერვისი ნომრის ღირებულებაში შედის. ჩვენთვის სისუფთავე სასტუმროს ოპერირების უმნიშვნელვანესი კომპონენტია

რესეფშენ სერვისი

ბესთ უესთერნ ქუთაისის სტუმართმოყვარე და გულღიაა. ჩვენი პერსონალი მუდამ მზადყოფნაშია გაგიწიოთ დახმარება, იქნება ეს ტურების დაგეგმვა, თუ ტრანსფერისა დაჯავშნა. ჩვენი რეცეფცია check in-ისა და check out-ის გარდა სხვა ბევრ სერვისს ითავსებს. როგორებიცაა: ტაქსის გამოძახება, ქალაქის ღირშესანიშაობებზე ინფორმაციის მიწოდება და სხვა შესაბამისი სერვისი. ბესთ უესთერნ ქუთაისი ყურადღებითა და პროფესიონალურად დაგიგეგმავთ სასტუმროში გატარებულ თითოეული დღეს.